კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა-ალექსანდრ შალენბერგი

ნახვები: 394 ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა-ალექსანდრ შალენბერგი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანამშრომლობის ფორმატი აღარ მუშაობს. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, არ მუშაობს. ის გაქრა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მთლიან კონცეფციას“, – აღნიშნა შალენბერგმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მეზობელი ქვეყნების მიმართ სანახევრო ზომებით ვეღარ შემოიფარგლება.

„ვაკუუმი არ არის. ეს ან ჩვენი მოდელია, ან სხვისი“, – დაამატა მან და ბრიუსელს მოუწოდა „არ იყოს გატაცებული გათვლებით, კანონებითა და დეტალებით“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, არამედ აღიაროს, რომ ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც „რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა“.

შალენბერგმა ევროპულ გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბლოკმა უნდა განიხილოს მეზობელი სახელმწიფოებისთვის „საერთო ბაზრის ნაწილებზე“, ასევე შერჩეულ ინსტიტუტებსა და პროგრამებზე სწრაფი წვდომის მინიჭება, როგორც გარდამავალი პროცესი სრულუფლებიანი წევრობისკენ, მათ შორის ოფიციალური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მონაწილეობის გზით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა