სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ექიმები კელი დეგნანს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვენ

ნახვები: 447 ექიმები კელი დეგნანს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვენ

სხვადასხვა პროფილის ექიმები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი აშშ-ის ელჩს საქართველოში მოუწოდებენ, ჩაერთოს პროცესში, რათა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

 

"მივმართავთ ქალბატონ დეგნანს, იყოს უფრო აქტიური, რათა გადარჩეს ადამიანი, პაციენტი, რომელმაც პირველად აიმაღლა ხმა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ. ეს მსოფლიო ჯალათი სჯის ჩვენს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც გაიზიარა თანამედროვე სამყაროს წესები. ზუსტად ამ დემოკრატიული ღირებულების გაზიარების გამო, ის ისჯება პუტინის მიერ გაცემული სპეციალური ბრძანების მიხედვით, რომელსაც ასრულებს ეს ხელისუფლება"- ამბობენ ექიმები.

 

გუშინ, 2 მაისს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

 

გუშინვე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა მასშტაბური აქციები დაანონსეს.

 

27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

 

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა