თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კრემლი ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

ნახვები: 604 საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კრემლი ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატალეფონო საუბრისას შეშფოთება გამოხატა მარიუპოლსა და დონბასში არსებული ვითარების გამო და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია უკრაინული პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული რუსული ბლოკადის მოხსნა, რასაც გავლენა აქვს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შედეგების უკიდურეს სიმძიმეს. მან გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასში არსებული ვითარების გამო და მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ბოლო დღეებში დაწყებული „აზოვსტალის“ ქარხნის ევაკუაცია ჰუმანიტარულ აქტორებთან კოორდინირებით და ევაკუირებულებისთვის დანიშნულების ადგილის არჩევის უფლებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს შავი ზღვის გავლით უკრაინული სურსათის ექსპორტის რუსეთის ბლოკადის მოხსნაში მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე მისი შედეგების გათვალისწინებით. რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ამ დამანგრეველი აგრესიის დასრულების გზით. მან ხაზი გაუსვა მის ხელმისაწვდომობას, იმუშაოს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პირობებზე, რათა დამყარდეს მშვიდობა და იყოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. საბოლოო ჯამში, რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაახლა მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა ემანუელ მაკრონს მიაწოდა ინფორმაცია მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ. ასევე, მოსკოვში აცხადებენ, რომ პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება. კრემლის ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევის არათანმიმდევრული პოზიციის მიუხედავად, რუსული მხარე ღიაა დიალოგისთვის.

ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი ორ საათს გაგრძელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა