სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

კახი კავსაძეს 1-ელ მაისს დაკრძალევენ, სამოქალაქო პანაშვიდი 29-30 აპრილს გაიმართება

ნახვები: 410 კახი კავსაძეს 1-ელ მაისს დაკრძალევენ, სამოქალაქო პანაშვიდი 29-30 აპრილს გაიმართება

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, 29-30 აპრილს, 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება.

მსახიობის, სამოქალაქო პანაშვიდთან დაკავშირებით, ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსახიობს შოთა  სახელობის აკადემიური თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს, თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი 1950-იან წლებშ შედგა. კახი კავსაძემ ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) “ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) “ღვინის ქურდები“ (ელიბო) “სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) “მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) და სხვ. მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი “ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“. კახი კავსაძის მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები: • 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი • 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი • 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო” • 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’. • 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი • 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა