კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვფიქრობ, სააკაშვილის ციხიდან გამოშვების გზა აქციები არ არის, ამიტომ არ შევუერთდები-ჰერმან საბო

ნახვები: 436 ვფიქრობ, სააკაშვილის ციხიდან გამოშვების გზა აქციები არ არის, ამიტომ არ შევუერთდები-ჰერმან საბო

დაანონსებულ აქციებს არ შევუერთდები, რადგან მგონია, რომ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გამოშვების გზა აქციები არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის „გასაღები სხვაგან არის“.

 

„არაერთი აქცია გაიმართა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არ გამოვიდა. გასაგებია, რომ ოჯახის წევრები არიან და შეიძლება, ბევრად უფრო გულწრფელი აქცია იყოს, ვიდრე პარტიული, მაგრამ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გასაღები სხვაგან არის – „ქართული ოცნებისთვის“ ისეთი რამის შეთავაზებაშია, რაზეც ისინი დაყაბულდებიან და მათი ამომრჩევლისთვის ახსნადი იქნება, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან რატომ გამოუშვეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 

ჰერმან საბომ სააკაშვილთან დაკავშირებით გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. საუბარია განცხადებაზე, სადაც უგულავა ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

 

ჰერმან საბოს თქმით, ნებისმიერი ასეთი განცხადება აღრმავებს კონფრონტაციას ქართულ პოლიტიკაში.

 

„ნებისმიერი ასეთი განცხადებები იმ კონფრონტაციას აღრმავებს, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია და ეს ყველაფერი ნაკლებ შანსს ტოვებს გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ჯერ საფრთხე არ ემუქრება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის სიმშვიდე, რითაც „ქართული ოცნების“ წევრები მოძრაობენ. დარწმუნებული ვარ, მათ არ უნდათ, რომ ამ საქმეს სააკაშვილის სიცოცხლე შეეწიროს და ვინაიდან, მოქალაქეებზე მეტი ინფორმაცია აქვთ, იციან, რომ ის მეტ-ნაკლებად მკურნალობის სივრცეშია და საავადმყოფოში გადაყვანა არ სჭირდება“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა