კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს-ზელენსკი

ნახვები: 634 უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს-ზელენსკი

უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რადგან იმედოვნებდა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ვერ გაბედავდა კონსოლიდირებულ რეაგირებას, თუმცა რუსეთის ხელისუფლება შეცდა.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს ეფექტიანი რეაქცია არის ყველაზე რეალური პრევენცია სხვა მომავალი ომებისგან.

„ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. მე პრეზიდენტი გავხდი, როდესაც იყო მინსკის პირველი და მეორე შეთანხმებები. იყო შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაირღვა, ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტები არ იყო სერიოზული. იყო შეთანხმებები ქაღალდზე, ეს იყო გაყინული კონფლიქტი. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ნამდვილად არ გვექნება მსგავსი დოკუმენტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა