კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინელები არა მხოლოდ საქართველოსგან, ზოგჯერ პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 659 უკრაინელები არა მხოლოდ საქართველოსგან, ზოგჯერ პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ-სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო მეტად რეალისტურად იქცევა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია  ამ ეტაპზე, გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რეფერენდუმზე რომ რუსეთს შეუერთდეს, ცხადია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად საქართველოს დასახმარებლად იმავე გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები არამხოლოდ საქართველოსგან, არამედ სხვა პარტნიორებისგანაც მეტს ითხოვენ.

 

„უკრაინელები ზოგჯერ პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ, არამხოლოდ საქართველოსგან. მათ უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მისამართით. მათ შორის ბოლოს იყო, როდესაც ბლინკენი ჩადიოდა, რომ არ ჩაეტანა შოკოლადები, არამედ შეიარაღება ჩაეტანა. ასე რომ დიახ, მათ სურთ, მიიღონ შეიარაღება საქართველოსგან, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად რეალისტურად იქცევა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რეფერენდუმზე რომ რუსეთს შეუერთდეს. ცხადია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად საქართველოს დასახმარებლად იმავე გზით, მაგრამ ეს არ ცვლის სოლიდარობის იმ დონეს, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო სრულად იცავს სანქციების რეჟიმს.

 

„შეიძლება, მთავრობის განცხადებები ცოტათი წინააღმდეგობრივი იყო, რადგან არ ყოფილიყო პროვოკაციული, მაგრამ ფაქტობრივად, საქართველო სრულად იცავს სანქციების რეჟიმს და ჩვენ ახლა ვხედავთ ამის ეფექტს ქვეყნის შიგნით ეკონომიკაზე. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა საერთაშორისო სანქციას. მთავრობა ამბობდა, რომ ჩვენ არ ვამატებთ არსებულ სანქციებს, რომელსაც ვიცავთ და ზოგჯერ ზედმეტადაც. ჩვენ არ ვამატებთ ეროვნულ სანქციებს, რადგან კარგად ვიცით, რა იქნება დამატებითი ეროვნული სანქციები, რაც შესაძლოა, საქართველომ რუსეთს დაუწესოს. ბევრი დასავლური ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, არ გაეღიზიანებინა რუსეთი, ისეთები რომლებსაც აქვთ მე-5 მუხლის დაცვა ან ევროპული სოლიდარობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა