Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს-გია ვოლსკი

ნახვები: 426 სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს-გია ვოლსკი

პარლამენტში საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი ექიმები გვყავს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად არის გაკეთებული და არა იმისთვის, რომ პროფესიონალურ მოსაზრებას მოუსმინოს. ეს არის ერთ-ერთი სასპეკულაციო თემა, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ჯანდაცვის მიმართულებით დამატებითი დახმარების ან კონსულტაციების მისაღების ინტერესთანმ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ კვალიფიციური სამედიცინო ჯგუფია, რომელიც პატიმრებს დახმარებას უწევს.

„ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს და გარკვეულწილად ამას თვითდაზიანებაც დავარქვათ, რადგან კონკრეტული ადამიანისთვის შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი. ჯანდაცვის საკითხები პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს, ეს ექიმების საქმეა. ბიძინა ივანიშვილი არის ოპოზიციის შეტევის სამიზნე, ეს მუდმივად ასე იქნება და არ მოიშლება. რასაკვირველია, ამის გამო იკარგება ის პროექტი, როცა მთელი მთაწმინდის ფერდობი და ნარგავები უნდა შეიცვალოს მისი ორგანიზაციის ქველმოქმედებით და თბილისმა სუფთა ჰაერის ახალი ტალღა უნდა მიიღოს. ასევე ახორციელებს უშველებელ პროექტს სიმსივნის სამკურნალოდ. ეს არის მისი მთავარი ამოცანები და პროექტები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატის შესვლის საკითხს, ეს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენციის სფეროდანაც გადის და პოლიტიკაში არ მონაწილეობს. დიმიტრი ხუნდაძის ან დავით სერგეენკოს ციხეში შესვლა არის მხოლოდ ის თამაში, რომელსაც სააკაშვილი საზოგადოებას კარნახობს. რასაკვირველია, სერგეენკო და ხუნდაძე ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თუ ადამიანი თვითგვემას და თვითდაზიანებას ეწევა, რასაკვირველია, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს, თუნდაც, როცა სასამართლოში მღერის, მხარდამჭერებს აჯანყებისკენ ან მასიური მღელვარების ორგანიზებისკენ მოუწოდებს. ეს არაჯანსაღად მიმაჩნია, მაგრამ პროფესიონალი არ ვარ, საკმაოდ ბევრი პროფესიონალია რომ მას შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, არსებობს კითხვები, რასაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ვერ პასუხობენ.

„არავინ ერთ სიტყვას არ ამბობს იმის თაობაზე, რა ისეთი სამედიცინო მომსახურება არის საჭირო, რომელიც საქართველოს არ გააჩნია გარდა იმისა, რომ მას არ სიამოვნებს და ფსიქოლოგიურად ტრავმას იღებს, როდესაც დახურულ სივრცეშია. პროფესიონალური დავაა იმის თაობაზე, არის თუ არა საჭირო მიხეილ სააკაშვილის ციხის ტერიტორიიდან გაყვანა, მით უფრო საქართველოს ფარგლებს გარეთ. არ გვესმის, კონკრეტული პასუხები კითხვაზე – რა არის ისეთი, რისი უზრუნველყოფაც საქართველოს არ შეუძლია, რა არის ის, რაც მიხეილ სააკაშვილს დანიშნულ წამლებს დაალევინებს – მაინც და მაინც გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც მას დაუნიშნავენ, დალიოს?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა