კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ნახვები: 555 „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილია ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უარესდება.

სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის უკანასკნელი ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილს აწუხებს გართულებების რთული ჯაჭვი – მდგრადი პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობით და ანორექსიით, რომელიც ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ არაადეკვატური მკურნალობის შედეგად ჩამოუყალიბდა. ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაცია, რამაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ეს არჩევანის საკითხი არაა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ვგმობთ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა და ის შესაძლო შეუქცევადი შედეგები. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია, მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა, მისი უფლებადაკარგულად გამოცხადება ან სიკვდილი, ლაკმუსის ქაღალდი გახდება საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში, და ასევე მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების ჭრილში“,- აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა