კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა „აზოვსტალზე“ კონტროლის დაწესების მიზნით ავიაციის მხარდაჭერით შტურმი განაახლა

ნახვები: 562 უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა „აზოვსტალზე“ კონტროლის დაწესების მიზნით ავიაციის მხარდაჭერით შტურმი განაახლა

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება, მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრანულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა რუსული ძალების 8 ტანკი, 11 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს პოპასნაიას დასახლებაზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ლიმანისა და სევერსკის დასახლებებზე შეტევის განახლებაზე.

რუსულ ძალებს სევეროდონეცკის, ავდეევსკის, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიას მიმართულებებით აქტიური საომარი მოქმედებები არ განუხორციელებიათ, მაგრამ ცეცხლის გახსნით ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების ქმედებების შეზღუდვას და საარტილერიო ნაწილების განადგურებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა