კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ, ღამით პოლიციამ 22 პირი დააკავა

ნახვები: 663 ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ, ღამით პოლიციამ 22 პირი დააკავა

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს. ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე განხორციელდა.

დაპირისპირება ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებისა და ქუჩის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას მოჰყვა. სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირებული იყო და ქუჩის გადაკეტვის საჭიროება აღარ იდგა, რის გამოც მათ ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვეს და აქციის მონაწილეებს დროც მისცეს. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ კარვები გაფრთხილების გარეშე დაარბია და დაკავებები დაიწყო.

„აღნიშნული მონაკვეთი უნდა გათავისუფლებულიყო. სამანქანო გზის გადაკეტვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამის შესახებ პოლიციამ განუმარტა შეკრებილებს. ისინი არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად მოხდა პირების დაკავება. იყო ხელის შეშლის ფაქტებიც,“ – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაღრაძემ.

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაშალეს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა