კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პესკოვის თქმით, პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის

ნახვები: 469 პესკოვის თქმით, პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გამოცემა Ria-ს ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის "საზღვარი აღარ იქნება", ხოლო ორი ქვეყნის მოსახლეობა ერთად შეძლებს "ააშენო სსაერთო ბედნიერება და ძალა".

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინელ ლტოლვილებს საზღვრები გაუხსნა და მილიონობით ადამიანი შეიფარა. ამავე დროს, რუსეთს ოკუპირებული აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომლებიც "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს უკანონოდ შეიერთა ყირიმი. 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კი, რომელიც მხარს უჭერს პუტინის გეგმას, არ გამორიცხა, რომ რუსეთს, უკრაინასა და ბელარუსს ერთად მოუწევთ პოლონეთის წინააღმდეგ ბრძოლა, "რომელსაც დასავლეთ უკრაინის წართმევა სურს".

"არ შევაფასებდი ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებს. ის, რომ პოლონეთისგან საკმაოდ მტრული რიტორიკა ისმის, ტრადიციულია და დიდი ხანია მეგობრული არ ყოფილა. მაგრამ ბოლო თვეებში გახდა მტრული. და ის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის პოლონეთიდან შესაძლოა საფრთხე მოდიოდეს - ესეც აშკარა ფაქტია", - თქვა პესკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა