თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"სანქციები ორმხრივ ურთიერთობებს საბოლოოდ დაანგრევს" - რუსეთის გაფრთხილება ბრიტანეთს

ნახვები: 510 "სანქციები ორმხრივ ურთიერთობებს საბოლოოდ დაანგრევს" - რუსეთის გაფრთხილება ბრიტანეთს

ბრიტანეთის ელჩი რუსეთში, დებორა ბრონეტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრნენ, მათ შორის, იმ აკრძალვებზე, რომელიც ბრიტანეთში რუსული სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიო კომპანიების მიმართ დაწესდა. 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მათ ელჩს უთხრეს, რომ "მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორმხრივი ურთიერთობების საბოლოო განადგურება და ბრიტანელ და რუსი ხალხს შორის ურთიერთობების დაზიანება".  

"რუსული მედიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ინტერპრეტაცია არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ბრიტანელი პოლიტიკოსების ორპირობას და ცინიზმს, ვისთვისაც მედიის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საბაზრო პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტი". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს საფუძვლად "ტყუილები და აშკარა უხეშობა უდევს". 

"რუსული მხარე ლონდონის მიერ დაწესებული სანქციებს მკაცრად და გადამწყვეტად უპასუხებს და მიიღებს საპასუხო ზომებს". - აცხადებს რუსული საგარეო უწყება.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა