კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - „ადმინისტრაციულ კოდექსში“ შემოთავაზებული ერთ-ერთი ცვლილებით შეუძლიათ, ნებისმიერ რამეზე, რაზეც გაუსწორდებათ, დაგიჭირონ

ნახვები: 283 იაგო ხვიჩია - „ადმინისტრაციულ კოდექსში“ შემოთავაზებული ერთ-ერთი ცვლილებით შეუძლიათ, ნებისმიერ რამეზე, რაზეც გაუსწორდებათ, დაგიჭირონ

ეს საკანონმდებლო ცვლილებები უამრავი ადამიანის დაკავებისკენ არის მიმართული. ამოცანაა, აქტივისტები დაიჭირონ პროტესტის ჩასახშობად. თავის დროზე, ათი დღე ვიჯექი ციხეში ამ კანონპროექტის ავტორების წყალობით, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე რომ ვიყო სისტემის თავში, ნებისმიერი თქვენგანის დაკავება შემიძლია ამ სასამართლოს პირობებში ნებისმიერი მუხლით. ნებისმიერ რამეზე რაც გაუსწორდებათ, შეუძლიათ, დაგიჭირონ. დედას ვფიცავარ, თუ ასე არ იყოს. 2018 წლის 2 მაისის საქმით დაინტერესდით, როცა მე და ვახტანგ მეგრელიშვილი ციხეში ჩაგვსვეს იმ ქმედებისთვის, რომელიც ლაივ ვიდეოზე არის გადაღებული. რაც კომუნისტებმა გვიანდერძეს, იმის განხორციელებაა", - განაცხადა ხვიჩიამ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შედის. კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შვიდი დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონი 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა