კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს

ნახვები: 413 ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დასახელებული თანხით დიდი ბრიტანეთი აორმაგებს საკუთარ ვალდებულებას უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც კონფლიქტის გამო გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შემდეგ. აღნიშნული თანხა უკრაინას გადაეცემა რეზერვებიდან, რომელსაც ბრიტანეთი საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებს.

„პუტინის სასტიკი თავდასხმა უკრაინაში იწვევს არა მარტო აუწერელ განადგურებას, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებაში.

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ამ თვის ბოლოს თავდაცვის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომელზედაც წარმოების გაზრდას განიხილავს, უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ.

ამასთან, დღეს დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელში მონაწილეობასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა