თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა ხაზარაძე: „ნიკა მელიას მოვინახულებ და ვესაუბრები, რომ დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს“

ნახვები: 364 მამუკა ხაზარაძე: „ნიკა მელიას მოვინახულებ და ვესაუბრები, რომ დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს“

„ვაპირებ, უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო," - ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და ამიტომ, მელიამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

„ეს იქნება გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის" და მათი მართლმსაჯულებისთვის", - ამბობს ხაზარაძე.

მისივე განცხადებით, მეორე საკითხი, რაზეც მელიასთან ისაუბრებს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

„მეორე საკითხი, რომელიც მინდა, რომ მასთან გავიარო ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატების გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია თავის დროზე ჩაწერილი იყო იმიტომ რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა საპყრობილედან, თუმცა ოცნება აპირებს გამოიყენოს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულებები, რაც არ გამოუძიებია ან თაროზე აქვს შემოდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა დააშავა, ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება", - ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ამნისტიის, როგორც აქტის, მომხრეა, რადგან საქართველო უნდა გადაიტვირთოს.

„გადატვირთვა არის შერიგება, მაგრამ ამას წინ უნდა უძღვოდეს ყველა კითხვაზე პასუხი. ამ თემაზე მექნება ნიკასთან საუბარი", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, „ლელო" გამოვიდა ინიციატივით, რომ 20-21 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ცნობისთვის: შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.

მელია ამნისტიის კანონპროექტის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გამოითხოვენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა