კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ამ კანონის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არაა“ - ანა ნაცვლიშვილი გამკაცრებულ ადმინისტრაციულ კოდექსზე

ნახვები: 352 „ამ კანონის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არაა“ - ანა ნაცვლიშვილი გამკაცრებულ ადმინისტრაციულ კოდექსზე

,,მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილეება და ვეტოს მექანიზმი გამოიყენოს'' - განაცხადა დღეს, 30 აპრილს, ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარალმენტის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების კომენტირებისას.

ცნობისთვის: გუშინ, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავთა მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა ან/და შეურაცხყოფა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ნაცვლიშვილის თქმით აშშ-ის საელჩოს რამდენიმე საათიც არ დასჭირდა, რომ ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ რეპრესიულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„კანონპროექტის მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხელისუფლებამ ძალიან დიდი თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი,მაგრამ არ იქნება ერთადერთი შერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება," - აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა