თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები იმისათვის, რომ საქართველო მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად-თალაკვაძე

ნახვები: 620 გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები იმისათვის, რომ საქართველო მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად-თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საქართველომ გაატარა ფუნდამენტური რეფორმები, როგორც დემოკრატიის და უსაფრთხოების სფეროში იმისათვის, რომ საქართველო მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად.

"საქართველოს განაცხადი წევრობაზე და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ის მსჯელობა, რომელიც უნდა გაიმართოს ევროპულ საბჭოში არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში სწორედ იმისათვის, რომ საქართველო მზად ყოფილიყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად.

ჩვენ ვგეგმავდით განაცხადის შეტანას 2024 წელს, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა და ბრძოლამ თავისუფლებისთვის დააჩქარა ეს პროცესი. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან იქნება სამართლიანი გადაწყევტილება მიღებული, სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებულიც ის სამუშაო, რისკები და საფრთხეები, რომელიც ამ წუთას ამ ქვეყნებში არსებობს,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ახლა კი, შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა