კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, რომელიც ასახულია თვითშეფასების კითხვარში, სათანადოდ იქნება დაფასებული პარტნიორების მხრიდან

ნახვები: 526 დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, რომელიც ასახულია თვითშეფასების კითხვარში, სათანადოდ იქნება დაფასებული პარტნიორების მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გაწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა