კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა - კელი დეგნანი

ნახვები: 450 ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა - კელი დეგნანი

ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კელი დეგნანს შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკი თანხას არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რათა ის იძულებული გახდეს, შანტაჟის შედეგად ჩაერთოს პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოს ომში. „ქართული ოცნება“ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შვეიცარიული ბანკის უკან დგას აშშ. იღებთ თუ არა ამას, როგორც პოლიტიკურ ბრალდებას და არის თუ არა ეს ანტიდასავლური პროპაგანდა“.

ამასთან, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა: „კრედით სუისთან“ დაკავშირებით კითხვებზე, ვფიქრობ, ჯობია, „კრედიტ სუისს“ კითხოთ“.

„კერძო ბანკია და არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება „კრედიტ სუისის“ შიგნით. მე მივიჩნევ, რომ ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო და ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, მთავრდება დაბნეულობით და საბოლოოდ, ხალხის დაყოფით. ეს იმ დროს, როდესაც ქართველები უნდა გაერთიანდნენ და არა დაიყონ. ეს ერთიანობის დროა. მეც დაბნეული ვიყავი, თუ რაზე იყო ეს კომენტარი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა