Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნახვები: 437 ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ISIS-გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ-რადმანის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ მხრივ ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ხორვატიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს  საქართველოს მრავალწლიან ძალისხმევას და  მიღწეულ პროგრესს როგორც სექტორული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა ქართველი ხალხის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. რეგიონალური უსაფრათხოების საკითხებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო გამოწვევას და აღნიშნეს რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რაც შესაბამის გადაწყვეტილებაში უნდა გამოიხატოს წევრობაზე განაცხადის განხილვის პროცესში.

აღინიშნა ხორვატიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების პერსპეტივებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რაც არსებობს ურთიერთობების გასაღრმავებლად როგორც ვაჭრობის, ეკონომიკის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მიიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა