კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლექსო თორაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისთვის-საგარეო უწყება

ნახვები: 630 ლექსო თორაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისთვის-საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ლექსო თორაძის გარდაცვალება დიდი ტრაგედია და დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისთვის, თავისი სამშობლოსთვის, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს და შემოქმედებას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. ბრწყინვალე კარიერის მანძილზე, ლექსო თორაძემ, მისთვის დამახასიათებელი მასშტაბური და არტისტული საშემსრულებლო ხელოვნებით არა ერთხელ გააოცა და აღაფრთოვანა საერთაშორისო მსმენელი და სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას.

გარდა საშემსრულებლო მოღვაწეობისა, ლექსო თორაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ინდიანას შტატის ქალაქ საუთ-ბენდის უნივერსიტეტში, სადაც მან დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.

ლექსო თორაძე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად დაუფლებოდნენ საშემსრულებლო ოსტატობას და გარდა თავიანთი კარიერული წინსვლისა, მოეხდინათ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

2021 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის -„განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა აღიარება“ ფარგლებში, ნომინაციაში „ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის“, სწორედ ლექსო თორაძე დაჯილდოვდა.

ლექსო თორაძის გარდაცვალება დიდი ტრაგედია და დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისათვის, თავისი სამშობლოსთვის, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს და შემოქმედებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა