კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა უმრავლესობა აცრილი იქნება, კოვიდ-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ"- ეკონომიკის მინისტრი

ნახვები: 407 „კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა უმრავლესობა აცრილი იქნება, კოვიდ-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ"- ეკონომიკის მინისტრი

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, სრულად მსოფლიომ , რომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა უმრავლესობა აცრილი იქნება, კოვიდ-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ. მსოფლიო მასშტაბით კი მათი პოპულარიზაციისთვის მარკეტინგულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

"ის ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, წესების დაცვით აიცრება, ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით მთელ მსოფლიოში მათ პრომოუშენს გავუწევთ. მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის სასტუმრო კოვიდ-უსაფრთხოა.

ეს ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის აღდგენაში. ყოველდღიურად გვემატება ფრენები და ახლა მთავარია უსაფრთხო მასპინძლობა. უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუს პრაქტიკაში გავატარებთ", - განაცხადა თურნავამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა