კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება მოულოდნელი იყო

ნახვები: 430 შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება მოულოდნელი იყო

შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობაზე თურქეთის პრეზიდენტის პოზიცია მოულოდნელი იყო.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებით, თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრის დროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ ჰქონია.

„შევხვდი ჩემს თურქ კოლეგას და ასევე განვიხილეთ შვედეთის შესაძლო წინადადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. კარგი, კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს და მსგავსი არაფერი უთქვამთ. არც ნატო-ს ელჩებს და არც 30 ქვეყნიდან არც ერთს არ წარმოუდგენიათ მსგავსი არაფერი. იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ყველაფერი და თუ გადავწყვეტთ ნატო-ში გაწევრიანებას, მივიღებთ დადებით შეტყობინებებს ყველა ქვეყნიდან“, – განაცხადა ან ლინდემ.

ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ თურქმა კოლეგამ ადრე დადებითად ისაუბრა სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ჩვენ გვჭირდება მოთმინება ამ პროცესში. ეს ყველაფერი ყოველთვის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. პრობლემების უმეტესობა ყოველთვის შეიძლება, მოგვარდეს“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა