სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ძალიან ცდება ნიკა მელია, „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტს ტექნიკურ გამოსავლებში თუ ხედავს -ჰერმან საბო

ნახვები: 466 ძალიან ცდება ნიკა მელია, „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტს ტექნიკურ გამოსავლებში თუ ხედავს -ჰერმან საბო

ძალიან ცდება ნიკა მელია, „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტს ტექნიკურ გამოსავლებში თუ ხედავს, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი არჩევნები ან რაიმე პატარა კოსმეტიკური ცვლილებები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

 

ჰერმან საბო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

 

ჰერმან საბოს თქმით, არჩევნებს მოიგებს არა ასეთი ტექნიკური ცვლილებები, არამედ გასაგები, მარტივი იდეა.

 

„იდეა, რომელიც შეიძლება, ქართველ ხალხს მარტივად აუხსნა, რომ მათთვის გასაგები იყოს, შენი მოგების შემდეგ მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ. ანუ, რითი ჯობია ნიკა მელიას საქართველო ბიძინა ივანიშვილის საქართველოს. ამის ახსნა ნიკა მელიამ თუ შეძლო, მაშინ მოგებას შეძლებს. ასეთი ტექნიკური პატარა ცვლილებებით შეიძლება, ცოტა მოიმატოს ოპოზიციის ხმებმა, მაგრამ ეს არ იქნება რადიკალური და საკმარისი ცვლილება, რათა ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა