პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ცოტა დაბნეული ვარ-ფინეთის პრეზიდენტი

ნახვები: 498 ცოტა დაბნეული ვარ-ფინეთის პრეზიდენტი

გულახდილად რომ ვთქვა, ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ტელეფონით მქონდა განხილვები პრეზიდენტ ერდოღანთან დახლოებით ერთი თვის წინ და ვიდრე მე მომეცემოდა შესაძლებლობა, მან პირველმა განმიცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადი თურქეთის მხრიდან დადებითად ფასდება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა საჭიროა მკაფიო პასუხი და პრეზიდენტ ერდოღანთან განხილვების გასამართად ემზადება.

 

„მსურს, გამოვყო ფინეთის დემოკრატიის ფუნქცია. ხალხი, მათი მოსაზრებებით, პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, პარლამენტი – მათ აჩვენეს, რამდენად ძლიერია დღეს ფინეთის დემოკრატია. ამის შედეგია, რომ დღეს ისტორიული დღე გვაქვს. ფინეთი მაქსიმალურად გაზრდის თავის უსაფრთხოებას. გულახდილად რომ ვთქვა, ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ტელეფონით მქონდა განხილვები პრეზიდენტ ერდოღანთან დახლოებით ერთი თვის წინ და ვიდრე მე მომეცემოდა ამის შესაძლებლობა, მან პირველმა განმიცხადა, რომ ფინეთის განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის მხრიდან დადებითად ფასდება. მე მას მადლობა გადავუხადე და ის კმაყოფილი დარჩა ჩემი მადლობით. ასე რომ, ხვდებით, მცირედით დაბნეული ვარ. მოვისმინეთ ორი დღის წინ და გუშინაც, რომ თურქეთი ღიაა ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა კვლავ დაუბრუნდნენ ნეგატიურ მხარეს. ვფიქრობ, რაც გვჭირდება, ეს არის მკაფიო პასუხი. მე ვემზადები პრეზიდენტ ერდოღანთან განხილვების გასამართად იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მან წამოწია“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რა დროსაც ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა.

 

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

 

„თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა