კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამართალს, კანონს თუ არ დავიცავთ, აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 280 სამართალს, კანონს თუ არ დავიცავთ, აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი-ირაკლი ქადაგიშვილი

სამართალსა და კანონს თუ არ დავიცავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის საქმიანობა დასჯადია? ასეთი დიფერენცირება არ ჯდება არც კანონის განმარტებაში და არც ევროკავშირის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია და დანაშაული არ არის დიფერენცირებული. ქადაგიშვილის განცხადებით, კორუფცია და დანაშაული თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობს მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დამთავრებული.

„ეს საქმე ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს, მას არანაირი კავშირი არ აქვს მედიასაქმიანობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან. როცა „რუსთავი 2“-ის დავა მიმდინარეობდა, მაშინ საპროტესტო აქციები ეწყობოდა და საუბარი იყო, რომ ეს დავა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა მედიაზე ზეწოლას. სამივე ინსტანციის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“-ზე. ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სამივე დონის სასამართლოს სისწორე დაადასტურა და ტელევიზია კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა. აქაც გამოირიცხა პოლიტიკური ნიშნით სასამართლოს გადაწყვეტილება. დღესაც დაახლოებით ანალოგიური სურათი გვაქვს, რადგან „რუსთავი 2“-დან შვიდი მილიონი ლარის ამოღებას და გადაქაჩვას ჰქონდა ადგილი სხვა კერძო კომპანიაში და ამ კუთხით „რუსთავი 2“-ის დაზიანებას. სასამართლო ამბობს, რომ მოხდა თანხების უკანონოდ გადაქაჩვა და კერძო მიზნებისთვის განკარგვა. ალბათ, სასამართლო განხილვები ზედა ინსტანციებში გაგრძელდება და სასამართლო კანონის და ობიექტური მოცემულობებით იხელმძღვანელებს. სასამართლო ხელისუფლებაზე დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სასამართლო გამოვიდა სააკაშვილისა და ადეიშვილის ზეგავლენიდან, დაიწყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. პოლიტიკური დაკვეთა არ იყო, როცა სასამართლომ მელაძისა და ჟორჟოლიანის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო? ანუ, ამ შემთხვევაში, სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო? გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი, არამედ სასამართლო ხელისუფლებისთვისაც, ეს არ არის ნორმალური ვითარება. კორუფცია და დანაშაული არ არის დიფერენცირებული. კორუფცია და დანაშაული თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობს მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დამთავრებული. სასამართლოსა და კანონს თუ არ დავიცავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის, მუშა კაცის საქმიანობა დასჯადია? – ასეთი დიფერენცირება არ ჯდება არც კანონის განმარტებაში და არც ევროკავშირის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა