სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ისრაელში კრიზისია - პრემიერის პარტია შესაძლოა, ოპოზიციაში აღმოჩნდეს

ნახვები: 148 ისრაელში კრიზისია - პრემიერის პარტია შესაძლოა, ოპოზიციაში აღმოჩნდეს

ისრაელის პრეზიდენტის რუვენ რივლინის მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის მიცემული ოთხკვირიანი ვადა ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ამოიწურა. ამ ვითარების გათვალისწინები, პირველად, 12 წლის განმავლობაში, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია შესაძლოა ოპოზიციაში აღმოჩნდეს.

უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ოპონენტს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შესთავაზებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დადგენილ ვადებში ვერ მოასწრო მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება. ისრაელის პრეზიდეტნის მიერ მიცემული 4-კვირიანი ვადა 5 მაისს ამოიწურა.

ისრაელ;ის კანონმდებლობის მიხედვით, ეს საკითხი განსახილველად პრეზიდენტ რუვენ რივლინს დაუბრუნდება. იგი უნდა დაუკავშირდეს იმ 13 პარტიას, რომელთაც მანდატები აქვთ პარლამენტში. მათ უნდა იმსჯელონ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე.

როგორც ვარაუდობენ, უახლოეს დღეებში რივლინი ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ოპონენტს მისცემს შანსს, რომ ალტერნატიული კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. მან ასევე შესაძლოა პარლამენტს მიმართოს თხოვნით, რომ პრემიერ-მინისტრად პარლამენტის წევრი აირჩიონ.

თუ ეს პროცესები ჩაიშლება, ქვეყანაში გაიმართება მორიგი არჩევნები, რომელიც 2 წლის განმავლობაში უკვე მეხუთე იქნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა