კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეს შავი დღეა საქართველოსთვის და მისი ევროატლანტიკური ასპირაციისთვის-კელი გვარამიაზე

ნახვები: 745 ეს შავი დღეა საქართველოსთვის და მისი ევროატლანტიკური ასპირაციისთვის-კელი გვარამიაზე

„სიმართლე გითხრათ შოკში ვართ. ეს არის ძალიან შავი დღე საქართველოსთვის და მისი ევროატლანტიკური ასპირაციისთვის. ვინაიდან ასეთი ღიად პოლიტიკური მოტივით გამოყენება სასამართლოსი და მართლმსაჯულების არა მხოლოდ ეწინააღმდეგება სასამართლოს არაპოლიტიკურ გამოყენებას, არამედ ქვეყნის ვალდებულებას რომ გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. თვითონ მედია საშუალება, რომელზეც საუბარია [მთავარი არხი] მხარს უჭერს ოპოზიციას, მაგრამ მთავრობა ამას უდგება თითქოს ეს არის დასჯის საბაბი, და არა როგორც სრულად გამართული დემოკრატიის ერთ-ერთი კომპონენტი. ვეთანხმები საელჩოს დღევანდელ განცხადებას და ვთვლი, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები...

 ბატონმა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს ის, რასაც დაჰპირდა ამერიკის მთავრობას, რომ ის გამოეთიშებოდა პოლიტიკას, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას ვერ ვხედავ. ამერიკამ უნდა აჩვენოს, რომ ის აკვირდება თუ როგორ ვითარდება სიტუაცია და მხარს უჭირს მათ, ვისაც სურვილი აქვს და ძალისხმევას არ იშურებს აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, ინსტიტუციების გასამყარებლად, მათ შორის კრიტიკულ მედიაზეც არის საუბარი, რომელიც დასავლური მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 როგორც საქართველოს მეგობარი მინდა ვთქვა, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით და უკვე ერთპარტიულ მმართველობაზე გადავიდა. გვარამიას საქმე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება კრიტიკული ხმების ჩახშობა, სადაც გამოიყენება მთავრობის ძალა მათი დევნისთვის. მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ მათ, ვინც ცდილობს პლურალისტური მთავრობას ჩამოყალიბებას საქართველოში. როცა ამერიკის გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული პროგრამები გვაქვს, ეს ასობით მილიონ დოლარზეა საუბარი, და არ ვიღებთ მიზნობრივ შედეგებს... როცა პოლიტიკური ნიშნით ხდება სასამართლოს გამოყენება, ასეთი ტიპის ქმედებას დასავლეთი ეწინააღმდეგება, ასეთი ტიპის ზომებს მხოლოდ რუსეთმა შეიძლება დაუჭიროს მხარი, რადგან ასეთი ტიპის ქმედებებს თვითონ ახორციელებენ“,-განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ  ტვ ფორმულაზე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა