პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ჯოზეფ ბორელი - საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხეს

ნახვები: 385 ჯოზეფ ბორელი - საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხეს

​საბედნიეროდ, საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის, – ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხეს.

„საქართველოსთვის ჩვენი გზავნილი ისეთივეა, როგორც ყოველთვის – ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რითიც შეგვიძლია, გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვიცით, რომ საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხეს და ჩვენ ვიქნებით მზად, მხარი დავუჭიროთ მათ ისე, როგორც ამას ვაკეთებდით უკრაინის შემთხვევაში. საბედნიეროდ საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის. ჩვენ ასევე ვიზიტით გვესტუმრებიან უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი და განვიხილავთ უკრაინაში მიმდინარე ომის თემას. უკრაინელები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს. ომის შედეგები ამ მომენტისთვის არ შეესაბამება რუსეთის მოლოდინებს. რუსეთის არმიას უკრაინელები აჩერებენ და ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინელების მხარდაჭერა შეიარაღებით. სწორედ ამიტომ დავამტკიცებთ დამატებით 500 მილიონი ევროს დახმარება თავდაცვის ფონდიდან“, – განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა