კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

,,რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის'' - მეუფე ნიკოლოზი ხვალ დათრობას აპირებს

ნახვები: 411 ,,რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის'' - მეუფე ნიკოლოზი ხვალ დათრობას აპირებს

"ადანაშაულებენ მათ სიმთვრალეში, ნასვამობაშიც კი არა, სიმთვრალე და რაღაცა...აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, რომ ეს დღესასწაული არ არის დამთავრებული", - ასე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯში, "მთავარის" გადამღებ ჯგუფსა და ივერ მელაშვილზე თავდასხმას.

მისივე თქმით, ხვალ, გიორგობის დღესასწაულზე თავადაც იქნება ნასვამი.

,,სავარაუდოდ ეს ბერები, წესია უბრალოდ, 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენებაა წარმოიდგინეთ, სტუმრები არიან, ეს არ არიან მარტო იმ მონასტერში მცხოვრები...ცხადია, რომ წირვის შემდგ, აუცილებლად ტიპიკონით არის ესე, ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იკმიონ აღდგომის დღესასწაულია და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო, უნდა დალიონ. აუცილებელია ეს ტიპიკონის მიხედვით. რა თქმა უნდა, უნდა მოზომონ და არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, ვემიჯნები ამას ყოველთვის, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად მთავარის საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად, იმიტომ რომ, რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა