სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

მარიუპოლის მერი - მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას

ნახვები: 460 მარიუპოლის მერი - მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას

მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერს და მარიუპოლელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

ბოიჩენკომ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საქართველოშიც ბევრი მარიუპოლელი იმყოფება და როგორ აპირებს უკრაინის მთავრობა თანამემამულეების დახმარებას.

ბოიჩენკოს თქმით, უკრაინაში გახსნილი დახმარების ცენტრების მსგავსად, საქართველოშიც შესაძლებელია, მარიუპოლელებისთვის მსგავსი ცენტრი გაიხსნას.

„ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა პუნქტები, სადაც ხდება მარიუპოლელების დახმარება. შევქმენით ისეთი ცენტრები, სადაც მარიუპოლელები ეხმარებიან მარიუპოლელებს. ეხმარებიან სამედიცინო, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიური კუთხით. იქ მუშაობენ ფსიქოლოგები. ეს ისეთი ცენტრებია, რომლებიც არა მხოლოდ ეხმარებიან ამ ადამიანებს, არამედ აჩენენ იმედს, რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ასეთ შესაძლებლობას, რომ ასეთი ცენტრი გავხსნათ საქართველოში, რათა მარიუპოლელებმა მხარდაჭერა იგრძნონ საქართველოშიც.

მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს. მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერს და მარიუპოლელებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა