კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მუშაობს

ნახვები: 264 ნათია თურნავას თქმით, მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მუშაობს

"ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას - შარშან, ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ, ანუ ვმართოთ ეპიდემია ჩაკეტვის გარეშე", - განაცხადა დღეს, 5 მაისს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს.

"ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ, რომ გაიხსნას და აღდგეს ტურისტული ინდუსტრია და პარალელურად, ვმართავთ ეპიდემიას. ეს კეთდება ჩაკეტვის გარეშე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი და ვაქცინაცია დაეხმარება ამას",- აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის განმარტებითვე, მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნაზეც მუშაობს.

"რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნას, ამაზეც ვმუშაობთ. მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით, იმავე წესებით, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებითვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის მიყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - აღნიშნა თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა