პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დუდუ დადიანს 51 წელი შეუსრულდებოდა

ნახვები: 367 დუდუ დადიანს 51 წელი შეუსრულდებოდა

19 მაისს დუდუ დადიანს 51 წელი შეუსრულდებოდა...

2002 წლის 22 იანვარის დილას, სამსახურში მიმავალ დუდუს კალათბურთის ფედერაციაში ამავალ კიბეზე ესროლეს. მან 90-იან წლებში ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა. მე-13 ნომრად თამაშობდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა. ეს ურთულესი პერიოდი იყო როგორც კალათბურთისთვის, ასევე ნაკრებისთვის. შეკრებებს ვინ ჩივის, გასვლით მატჩებზე გასამგზავრებლად თანხების მოძიება ძალიან რთული იყო…

დუდუ ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული. ცხრა წლის იყო, როცა ძმამ პირველ საკალათბურთო მატჩზე წაიყვანა და მაშინვე ამ თამაშის მოტრფიალე გახდა. მისი პირველი მწვრთნელი მიხეილ ზახალინი გახლდათ, რომელმაც ოქროსკულულებიან ბიჭს კალათბურთის ნიჭი მაშინვე შეამჩნია და ოჯახს ბავშვის სპეციალიზებულ სკოლაში გადაყვანა ურჩია. დუდუს საკალათბურთო კარიერა კლუბ "მართვეში" დაიწყო. 1984 წელს, 15 წლის ბიჭი თბილისის 58-ე სპორტულ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც კალათბურთის გაკვეთილები სასწავლო პროგრამაში შედიოდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა საქართველოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბ "დინამოში" გადავიდა.

 

სკოლის დამთავრებისთანავე, ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ჩააბარა და პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბდა. 1992 წელს დუდუ დადიანი "ვითაში" გადავიდა, რომელმაც იმ წელს საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა. 1995 წელს დუდუ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და "ვითას" კაპიტანი გახდა.

დუდუ დადიანმა აქტიურ სპორტს თავი 1999 წელს, 30 წლის ასაკში დაანება და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის პროგრამების ხელშეწყობის პროექტი განახორციელა. 2002 წლის საბედისწერო დღეს, 22 იანვარსაც სპორტის დეპარტამენტში მივიდა, რომ კალათბურთის ფედერაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩაეტარებინა.

ტრაგედია შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 11 საათსა და 50 წუთზე მოხდა. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დეპარტამენტის შენობაში ესროლეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი დუდუ დადიანი სასწრაფო დახმარების მანქანით მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მაშინ ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

დუდუს ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ "დუდუ დადიანის თასი" დააწესა. ქართველმა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ დუდუს ქანდაკება შექმნა, რომელშიც დუდუ თავისი უცვლელი, 13-ნომრიანი მაისურითაა გამოსახული. სპორტული ჯილდოები, რომლებიც ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო დადიანის შთამომავალმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დაიმსახურა, დადიანების სახლ-მუზეუმს გადაეცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა