კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკატერინე ტიკარაძის თქმით განსაკუთრებულ პირობებში აიცრებიან ჟურნალისტები

ნახვები: 323 ეკატერინე ტიკარაძის თქმით განსაკუთრებულ პირობებში აიცრებიან ჟურნალისტები

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სექტორული ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და ამაში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლების ჩართვაც მოხდება. ამის შესახებ ჯანდაცდვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გამოყოფილია 4 ოთახი პოლიციელების ვაქცინაციისთვის.

ჯართან მიმართებაში კი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და გორის სამხედრო ჰოსპიტალი ამ პროცესს საკმაოდ წარმატებით ახორციელებს.

რაც შეეხება მედიას, ტიკარაძე ამბობს, რომ მედიაკომპანიებისგან გამოთხოვილი იქნება სიები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

"მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კომპონენტში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა