კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან, ამის გამო საზოგადოება მანდატს არ აძლევს-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 488 პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან, ამის გამო საზოგადოება მანდატს არ აძლევს-ანრი ოხანაშვილი

გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის სამწუხარო რეალობა, როგორ შეიძლება, სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი გიხაროდეს და საზოგადოებას ტყუილს აჟიტირებულად გადასცემდე. როგორი ბედნიერი გადმოსცემდნენ იმას, რომ თურმე, ნატო-ს გენერალური მდივანი ვითომ არ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან, ამის გამო საზოგადოება მანდატს არ აძლევს.

„აქ საუბარი არ არის გემოვნებაზე, მოწონებაზე, პოლიტიკურ ინტერესებზე, საუბარია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად მათთვის ძვირფასია ეროვნული ინტერესები, როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ამას ამბობდე და მეორე მხრივ, მიზანმიმართულად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდე, თითქოს, ქვეყნის პრემიერს ნატო-ს გენერალური მდივანი არ შეხვდა. ეს არის გულდასაწყვეტი, მაგრამ ამ დროს კარგი რაც ხდება, ისაა, რომ სახის წარმოჩენა ხდება, თუ ვისთან გვაქვს საქმე. პარტიულ ტელევიზიებსა და პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან, ამის გამო საზოგადოება მანდატს არ აძლევს, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა