კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ ხიდურელი - ექსპორტის საუკეთესო სააგენტოს ჯილდოს მიღება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო აღიარებაა

ნახვები: 470 მიხეილ ხიდურელი - ექსპორტის საუკეთესო სააგენტოს ჯილდოს მიღება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო აღიარებაა

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ, ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით „აწარმოე საქართველოში“ საუკეთესო უწყებად დასახელდა და  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და გაერო-ს ერთობლივი სააგენტოს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) WTPO Awards-ის მსოფლიო ჯილდო გადმოეცა, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაში, WTPO Awards-ის მასშტაბური საერთაშორისო დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

„ამ აღიარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამები. საქართველოს სახელი კი კვლავ გაჟღერდა მსოფლიო მასშტაბით როგორც ქვეყნის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, წარმატებით ვითარდება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა, რომელსაც ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პამელა ქოუქ ჰამილტონმა.

მისი თქმით, სააგენტოში უდიდესი ადგილი უჭირავს ექსპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით ეფექტური ინიციატივების დანერგვას.

„აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტის მიმართულებით და წლიდან წლამდე აფართოებს მათი ხელშემწყობი პროგრამების არეალს“, – განაცხადა ხიდურელმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სააგენტომ დაიწყო ექსპორტის სტიმულირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიცირებას, ახალ ბაზრებზე შესვლას და ქართული პროდუქტის საერთაშორისო ქსელებში მოხვედრას.

აღსანიშნავია, რომ WTPO Awards-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელი.

WTPO Awards-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ ორგანიზაციებს, ვინც ხელს უწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის ზრდაში, ექსპორტის მიმართულებით ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და ეფექტური ინიციატივების განხორციელებაში.

WTPO Awards ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა