სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - მე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით

ნახვები: 613 ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - მე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით

მე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით, – ამის შესახებ განცხადება ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ.

„ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებსაც არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას. მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.

შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა, გრძელდება.

რუსული მედია წერს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან გამოიყვანეს 1 700 უკრაინელი სამხედრო.

უკრაინული მხარე არ ასახელებს ქარხნიდან გამოსული ჯარისკაცების რაოდენობას და აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ მათი გამოყვანა ოპერაციის მხოლოდ ერთი ნაწილია და რომ ისინი უნდა გაცვალონ რუს ტყვეებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა