სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად-ენტონი ბლინკენი

ნახვები: 558 რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად-ენტონი ბლინკენი

აშშ რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვას ცდილობს.

„რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად. სანქციებს არ დაუბლოკავთ შავი ზღვის პორტები, სადაც საკვებით სავსე გემებია გაჭედილი. სანქციები არც უკრაინის გზებსა და რკინიგზას ანადგურებს. ამას რუსეთი აკეთებს. შეწყვიტეთ შავი და აზოვის ზღვების ბლოკადა. მიეცით უფლება, რომ უკრაინიდან მომავალი ხომალდები და სატვირთოები, რომლებსაც სურსათი გადააქვთ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ნუღარ ბლოკავთ საკვებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის უკრაინის ალყაში მოქცეული დასახლებების მოსახლეობისთვის მიწოდებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ გაერო-მ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადასაჭრელად. ბლინკენმა მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა