კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიტანეთის დაზვერვა - დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, თავისი ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს

ნახვები: 435 ბრიტანეთის დაზვერვა - დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, თავისი ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს

დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, თავისი ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

„მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლის უსაფრთხოებას დაიცავს, სავარაუდოა, რომ ის გადაიყვანს თავის ძალებს, დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად. უკრაინის მუდმივი წინააღმდეგობა მარიუპოლში ომის დაწყების შემდეგ ნიშნავს, რომ რუსული ძალები ამ მხარეში ხელახლა უნდა აღიჭურვონ და განახლდნენ, ვიდრე ისინი ეფექტურად განლაგდებიან“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.

არსებული ცნობებით, ეს გადანაწილება შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი, თუ ის ფრთხილად შესრულდება. თუმცა, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, ამას სამხედროების სათანადო მომზადების გარეშე გააკეთებს.

„ოპერატიული მიზნების სადემონსტრაციოდ მიღწევის გამო რუსეთის სამხედრო სარდლობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, სწრაფად გადაანაწილებს ძალებს სათანადო მომზადების გარეშე და ეს ქმედება ძალების შემდგომი ამოწურვის რისკებს შეიცავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, მიმოხილვის მიხედვით, დაახლოებით 1 700-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა, სავარაუდოდ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვა და ახლა უცნობია, თუ რა რაოდენობის ჯარისკაცი რჩება ამ ტერიტორიაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა