კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება

ნახვები: 511 სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება.

კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.

ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება:

• წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1 500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, კანონპროექტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა;

• პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

„ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემდეგ, იმ ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი და ეძიებენ სამართალს, ექნებათ უკეთესი შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით და ინსტიტუციების მეშვეობით უფრო მეტად მიუწვდებოდეთ ხელი დაცვის ღონისძიებებზე“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის წარდგენისას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა