კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„მოგვიწევს გამკაცრებულ საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება“, - იაგო ხვიჩია გაუგებრობაშია

ნახვები: 402 „მოგვიწევს გამკაცრებულ საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება“, - იაგო ხვიჩია გაუგებრობაშია

„ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია", - განაცხადა დღეს, 7 მაისს, „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის ნაწილის ინიციატივაზე კომენტირებისას.

ცნობისთვის: ოპოზიციამ პარლამენტში შესაძლოა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრიროს.

ხვიჩიას თქმით, ვეტო თუ არ იქნება გამოყენებული, მოგვიწევს გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება.

„მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა - ისე, რომ ყველაფერზე, რაც არ მოგვეწონება, ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის: 29 აპრილს, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავთა მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა ან/და შეურაცხყოფა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

შეგახსენებთ: სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. კანონს რეპრესიულად აფასებენ არასამათავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი. ცვლილებების მიღება გააკრიტიკა ამერიკის საელჩომაც.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა