სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ევროკავშირის საბჭო შარლ მიშელის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 490 ევროკავშირის საბჭო შარლ მიშელის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ, 22 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგები შეაჯამა.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიშელმა ბრიუსელში გამართულ დისკუსიებს გულწრფელი და პროდუქტიული უწოდა.

„ჩვენ განვიხილეთ საკითხების მთელი ნაკრები. გვქონდა დეტალური დისკუსია ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის განაღმვისა და დაკავებულთა გათავისუფლების, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის თაობაზე. ჩვენ მივაღწიეთ შემდეგ შედეგებს:

სასაზღვრო საკითხები – სასაზღვრო კომისიების პირველი ერთობლივი სხდომა სახელმწიფოთშორის საზღვრის თაობაზე უახლოეს დღეებში გაიმართება. ის მოიცავს ყველა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია საზღვრის დელიმიტაციაზე და იმაზე, თუ როგორ იყოს უზრუნველყოფილი სტაბილური სიტუაცია.

კომუნიკაციები – ლიდერები შეთანხმდნენ სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის აუცილებლობაზე. ისინი შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლებიც არეგულირებს ტრანზიტს აზერბაიჯანის დასავლეთსა და ნახიჩევანს შორის, და სომხეთის სხვადასხვა ნაწილს შორის აზერბაიჯანის გავლით, ისევე, როგორც საერთაშორისო ტრანსპორტს ორივე ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით. აღსანიშნავია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ საზღვრის ადმინისტრირებაზე, უსაფრთხოებაზე, მიწის გადასახადზე, მაგრამ ასევე საბაჟო პრინციპებზე საერთაშორისო ტრანსპორტის კონტექსტში. ვიცე-პრემიერები ამ სამუშაოს უახლოეს დღეებში გააგრძელებენ.

სამშვიდობო შეთანხმება – ლიდერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც არეგულირებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთშორის ურთიერთობებს. ჯგუფები საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით, ამ პროცესს უახლოეს კვირებში გააგრძელებენ. დამატებით ამ მიმართულებით, მე ასევე ხაზგასმით ვუთხარი ორივე ლიდერს, რომ აუცილებელი იყო ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე საუბარი.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარება – ევროკავშირი ორივე მხარესთან ერთად გააგრძელებს ეკონომიკურ მრჩეველთა ჯგუფის მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების წინსვლას ორივე ქვეყნისა და მათი მოსახლეობების საკეთილდღეოდ. ასევე ხაზი გავუსვი მოსახლეობის მომზადების მნიშვნელობას გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის. ევროკავშირი მზად არის, მხარდაჭერა გააძლიეროს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე შევთანხმდით და ისევ იმავე ფორმატში შევხვდებით ივლის,აგვისტოში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა