კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

2012 წლამდე თუ არც ერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მათი განცხადებები გაუგებარია - სოზარ სუბარი

ნახვები: 590 2012 წლამდე თუ არც ერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მათი განცხადებები გაუგებარია - სოზარ სუბარი

უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, მათი მხრიდან დღევანდელი განცხადებები მიუღებელი და გაუგებარია.

აღნიშნულის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, ხმაური იყო ატეხილი „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმესთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ლაპარაკი იყო სიტყვის თავისუფლების სფეროში ჩარევაზე. თუმცა, საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. საბოლოოდ, როდესაც დაიწყება გამოკითხვა, თუ რა არ მოგწონთ ბოლოს და ბოლოს დღეს სასამართლო რეფორმის ნაწილში, ისინი მიდიან კონკრეტულ გვარებამდე, რომ მათ არ მოსწონთ კონკრეტული ადამიანები. თუკი, 2012 წლამდე არც ერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი და სხვათა შორის, არც არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს აქტიურობენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია მათი განცხადებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა