კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საგამოძიებო სამსახურს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ნახვები: 454 საგამოძიებო სამსახურს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საგამოძ​იებო სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ამერიკელ კოლეგებს შორის. სტუმრები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების მიერ გამოვლენილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტატისტიკას. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, გაგრძელდეს თანამშრომლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ყალბი ფულადი ერთეულების გამორჩევის ტექნიკის საკითხებში ტრენინგი გამართეს. მათ გამომძიებლებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ყალბი ფულის ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოს აშშ-თან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური დანაშაულების წინაამდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა