კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინამ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს

ნახვები: 480 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინამ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წინა საუკუნეების გადმონაშთია. მისივე თქმით, დგას არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენის საკითხი; საკითხი არ ეხება მხოლოდ ევროპულ უსაფრთოებას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს აყენებს კითხვის ქვეშ.

„სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ უპირატესობა მოიპოვოს და საკუთარი მომავალი კვლავაც თავად განსაზღვროს. პირველად ისტორიაში ევროკავშირი აწვდის შეიარაღებას ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ეკონომიკური ძალის სრულ მობილიზაციას. ჩვენი და ცალკეული კომპანიების სანქციები გამოფიტავენ რუსეთის ეკონომიკას და შესაბამისად, ფიტავენ კრემლის ომის მანქანას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზრუნავენ ექვს მილიონ უკრაინელ ლტოლვილზე, ხოლო თავად უკრაინაში რვა მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. პარალელურად, უკრაინას სჭირდება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, რათა ეკონომიკამ მუშაობა განაგრძოს. ეს ეხება პენსიებს, ხელფასებს და იმ აუცილებელ სერვისებს, რომელთა მიწოდებაც მოქალქეებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვედით წინადადებით, უკრაინისთვის გამოიყოს 10 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო დახმარება. ეს არის ყველაზე დიდი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი, რაც ოდესმე ყოფილა შემუშავებული ევროკავშირის მიერ არაწევრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ისაუბრა უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმაზე. მისი თქმით, ეს გეგმა აერთიანებს ფინანსურ დახმარებას და ასევე რეფორმებს, რომელთა გატარებაც უკრაინისთვის აუცილებელია. მათ შორის, მან დაასახელა ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და ოლიგარქების გათავისუფლება. მისი თქმით, ეს არის ის ცვლილებები, რისთვისაც უკრაინელები წლების განმავლობაში იბრძოდნენ.

„უკრაინა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. უკრაინელები შეუპოვრად აღუდგნენ წინ სასტიკ ძალადობას. მათ დაიცვეს საკუთარი თავისუფლება და ასევე ჩვენი ღირებულებები და კაცობრიობა, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვფიქრობ, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველა დემოკრატიისთვის მსოფლიოში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა