კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ?-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 382 რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ?-ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისგან პრინციპულად ითხოვენ, ჩამოწერონ, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა, არის ის, რომ ქვეყანას თავიდან აარიდა სამხედრო კონფლიქტი.

„ოპოზიციისგან პრინციპულად ვითხოვთ, ჩამოწერონ, კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ ორი აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას. გვარებს ჯერ არ დავასახელებ. ორმა პოლიტიკოსმა გააჟღერა ეს, თუმცა ჯერ არ ვიჩქარებ, დაველოდებით სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებს. თუ ისინიც ზუსტად იმავეს ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს დავაკელით, არ ჩავერთეთ ომში, პასუხი იქნება ნათელი. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში და ქართველი ხალხი არ ჩავაყენეთ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი.

ერთადერთი მხარდაჭერა, რაც არ გამოვუცხადეთ უკრაინას, არის ეს. არ ჩავერთეთ საომარ მოქმედებებში. ზუსტად ამიტომ ვითხოვთ ოპოზიციისგან, ჩამოწერონ. ნებისმიერს შეუძლია, ჩამოწეროს ეს ყველაფერი. ყველას ვთხოვ, ჩამოწერონ, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ. ნული არგუმენტია. რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ. ჩვენ ვიყავით თანაავტორები გაერო-ს რეზოლუცია როდესაც დაინიცირდა. ჰააგის საჩივარზე ვიყავით მხარდამჭერი, მოლდოვამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა რაღაცები. ევროსაბჭოდან სტატუსის შეჩერებას მხარი დავუჭირეთ უთო-ში. სადაც კი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები, ყველგან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრული მხარდაჭერა იყო პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა