თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხაშურში 60-წლამდე კაცი მოკლეს

ნახვები: 497 ხაშურში 60-წლამდე კაცი მოკლეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისში 60-წლამდე კაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს"- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა