კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თურქეთის ელჩი - თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი

ნახვები: 547 თურქეთის ელჩი - თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი

ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა აგრძელებს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სვლას, თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა პირველ არხს განუცხადა.

როგორც ელჩმა განაცხადა, პრეზიდენტი ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკა და თურქეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ელჩის თქმით, თურქეთი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

„თურქეთის მთავრობა ყოველთვის ადასტურებს, რომ თუ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის დასჭირდება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ტრენინგები ან სხვადასხვა სახის ღონისძიებები, თურქეთი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მას. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს. ჩვენ დღესვე გაგვიხარდება საქართველოს ნატო-ში ხილვა. ჩვენი პოზიცია არათუ არ შეიცვალა, არამედ უფრო გაძლიერდა, რაც განაპირობა რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვინაიდან ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა აგრძელებს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სვლას, თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი“, – განაცხადა იაზგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა