Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

აშშ-ის, ბრიტანეთის და EU-ს ერთობლივი ჯგუფი უკრაინაში ომის დანაშაულებს აღრიცხავს-ბლინკენი

ნახვები: 475 აშშ-ის, ბრიტანეთის და EU-ს ერთობლივი ჯგუფი უკრაინაში ომის დანაშაულებს აღრიცხავს-ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დააანონსა აშშ-ის, ევროკავშირის და ბრიტანეთის ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებს დოკუმენტურად აღრიცხავს.

ახალი მექანიზმი, რომელსაც ACA - Atrocity Crimes Advisory Group - სასტიკი დანაშაულების მრჩეველთა ჯგუფი ჰქვია, უკრაინის გენერალურ პროკურატურას ოპერატიული საქმიანობით და სტრატეგიული რჩევებით დაეხმარება. 

"მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები უკვე ვწევთ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა დადგინდეს სისასტიკის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები, ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ უკრაინის გენერალური პროკურატურა ითამაშებს. 

ACA დაკავშირებული იქნება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან, ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი აშშ-ის სასამართლოებთან მიმართებაში".- თქვა ბლინკენმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისვე თქმით, ACA ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო პროკურორების და იმ სამხედრო დანაშაულების ექსპერტების გუნდის დაფინანსებას, რომლებიც უკვე კონფლიქტის რეგიონში იმყოფებიან. 

23 მაისს უკრაინის სასამართლომ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად უიარაღო კაცის მოკვლა ედება. შიშიმარინი ჯერჯერობით ერთადერთი რუსი სამხედროა, რომელიც ომის დანაშაულისთვის გაასამართლეს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა